დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპროტესტო აქცია პარლამენტთან
მონადირეები ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/05 14:15:04

 

ქუთაისში მერიის ადმინისტარციული შენობის წინ მონადირეებმა აქცია გამართეს. მათ მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც შმოუერთდნენ თანამოაზრეები და პარლამენტთან გადაინაცვლეს.

 

მონადირეები ახალი კანონპროექტის მიღებასა აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზოლში აიკრძალება. მონადირე ვალდებული იქნება, შეისწავლოს ცხოველების,ფრინველების და იარაღის დასახელება, ასევე - წარმოადგინოს ნადირობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია. თუ მონადირეები ახალ რეგულაციებს არ დაიცავენ, ისისნი 100-დან 2000-ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.

 

მონადირეების მხარდასაჭერად აქციაზე იმყოფებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი გოგი წულაია. მისი აზრით, ახალი კანონპროექტი ცუდ პირობებს შეუქმნის მონადირეებს. "ამ ახალი კანონპროექტის სულისკვეთებაა, რაც შეიძლება, მეტი თანხის მობილიზენა მოახდინონ ბიუჯეტში,რათა მერე  უფრო კომფორტულად იარონ უცხოეთში მივლინებებში. ეს არაა ფლორაზე და ფაუნაზე ზრუნვა. მიმდგარი რო არიან და ყველა ხეს ჭრიან, ჩიტს დასაჯდომი ადგილი არ დაუტოვეს საქართველოში, მაშინ რატომ არ ახსენდებათ გარემო?“-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

აქციაზე მოსულმა მონადირეეებმა განაცხადეს, რომ ეს კანონი დაწერილია  გერმანელი ექსპერტების მიერ და ის ჩვენი ქვეყნის რეალობისგან  შორს დგას, ამიტომ კანონშემოქმედებს მოუწოდებენ, სანამ რამეს დაამტკიცებენ, გამოცდილ, კომპეტენტურ ქართველ მონადირეებთან ერთად გაიარონ კონსულტაციები.

 

მონადირეებმა საინიციატივო ჯგუფის შექმნაზეც ისაუბრეს, რადგან მათი ინფორმაციით, 2017 წლის 1 სექტემბრიდან  უკვე იგეგმება აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია