დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფალსიფიკაცია
ზუგდიდში "ხვანჭკარა"-ს, "სარაჯიშვილი"-სა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაცია გამოავლინეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/05 13:28:46


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური სასმელების - “სარაჯიშვილის", "დავითის", „ორველის“, “ივერიონის’’, „გრუმის”, „დიდგორისა” და „ხვანჭკარას“ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ, დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ფიზიკურ პირზე.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლი, მინის ბოთლები, სხვადასხვა სახის ხსნარები და ყალბი აქციზური მარკები, ეტიკეტები.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია