დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/03 00:06:31

 

რუსთავი2-ის და თავისუფალი მედიის მხარდამჭერთა მოლოდინი, რომ მოსამართლეები ვერ გაუძლებდნენ ზეწოლას, ფაქტობრივად გამართლდა.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. 


დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

 

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით და 

გადაწყვიტა: 

 

1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ნინო ნიჟარაძის, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; 

 

3. ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 

 

4. გაუქმდეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნას ქიბარ ხალვაში და 40% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნას შპს„ პანორამა“; 

 

5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები

 

6. მოპასუხეებს, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

 

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. 

 

გადაწყვეტილებას ხელს აწერს დიდი პალატის  9 მოსამართლე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია