საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისისც ქალაქია
ქუთაისის საკრებულომ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/02 18:06:58

ქუთაისიში საკრებულოს რიგგარეშე  32-ე  სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ერთი საკითხი - ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

 

„ამ პროექტს გარემოზე ექნება დადებითი გავლენა,  რადგან კიდევ დამატებით 100ჰექტარის განაშენიანება მოხდება.  ტყის დიდი ნაწილი ამ ეტაპზე განადგურების პირასაა, რასაც  დროული შველა სჭირდება, ამას კი მილიონობით თანხა სჭირდება და ეს პროექტი ამისთვისაც კარგი საშუალებაა. გაუთვალისწინებელი რისკების თავიდან ასაცილებლად ტერიტორიაზე უკვე ჩატარებულია საკმაოდ ძვირადღირებული გეოლოგიური,ისტორიული თუ არქეოლოგიური კვლევები ტყის დეტალურად შესასწავლად. ასევე მოხდა დაჭაობებული ტერიტორიის დაშრობა. პირველი ეტაპი დასრულებულია, და  მე ვვარაუდობ, რომ წელს უკვე დაიწყება მშენებლობა.“- განაცხადა შოთა მურღულიამ.


პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, დაახლოებით როგორი  იქნება რეკრეაციული ზონა, სპორტული ინფრასტრუქტურა. ძირითადი აქცენტები კი ამ პროექტის კულტურულ-საგანმანათლებლო  მნიშვნელობაზე გაკეთდა. საკრებულოს წევრის, გრიგოლ ქობალიანის თქმით: „ამ პროექტით ქუთაისი დაიბრუნებს თავის ტრადიცულ  საგანმანათლებლო ფუნქციას, როგორც „ათენა და იერუსალიმი“.


ფონდი "ქართუ"-ს საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომდგენლის, გიორგი უძილაურის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის  განხორციელება დაწყებულია. ძირითადი კომპლექსის მშენებლობა უშუალოდ  წელს ზაფხულში დაიწყება და 2019 წელს უკვე შესაძლებელი იქნება სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება.


 მართალია, აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე უპრობლემოდ დაამტკიცეს, მაგრამ  განსხვავებული აზრი მაინც დაფიქსირდა. „სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ პროექტის მიმართ, რადგან უკვე ვხედავ რამდენიმე პრობლემას. არ მესმის, ქვეყანაში, სადაც 32000 სტუდენტია და ისინი სწავლობენ 78 უნივერსიტეტში, საიდან უნდა მოიყვანო კიდევ დამატებით 60 000 სტუდენტი?  ან საიდან უნდა მოიყვანონ ინგლისურენოვანი სპეციალისტები, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეხუთე ფლობს  ამ უცხო ენას. რაც ყველაზე მთავარია, ამ გრანდიოზული უნივერსიტეტის შენახვას დასჭირდება იმ თანხის ნახევარი, რაც ახლა მთელ განათლების სისტემას ხმარდება და საიდან მოაქვთ ეს  ფული? თავის მოტყუებაა იმის მტკიცება, რომ ასეთი დიდი მშენებლობები არ დააზიანებს გარემოს. თუ ტყეს არ ეხებიან, მიწას რატო იკვლევენ?“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ამირან ძოწენიძემ.


საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქართული ოცნების მაჟორიტარიბი: დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი. ასევე -პარლამენტარი ცოტნე ზურაბიანი. თუმცა,  ამ რიგგარეშე სხდომაზე თვითონ საკრებულოს ყველა წევრი არ გამოცხადდა. შესაბამისად, კენჭისყრა მათ გარეშე ჩატარდა. 

 

შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით აღიშნული პროექტის  მეორე ეტაპს საკრებულო კიდევ ერთხელ განიხილავს.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია