დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოზარ სუბარი: "დევნილთა და განსახლების სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/01 10:31:10

საქართველოში მცხოვრები 100 დევნილი ოჯახი იპოთეკური სესხის დასაფარად დახმარებას მიიღებს. 

 

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს. 


იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო - განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა.



დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, მინისტრის N320-ე ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით მოხდება. 



მინისტრის ინფორმაციით, წარმატებით იმუშავა „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ საპილოტე პროექტმა, რომლის ფარგლებში სამინისტრომ სესხი 93 ოჯახს უკვე დაუფარა.

 

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადები 2017 წლის 15 მარტამდე მიიღება

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია