დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტული წარმატებები
უშუს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირიდან 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/27 17:57:00

საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების სპორტსმენები უშუს საერთაშორისო ტურნირიდან - „მოსკოვის უშუს ვარსკვლავი" - გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში 20 ქვეყნის 630 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ასეთი შედეგი უშუს ეროვნულმა ფედერაციამ პირველად დააფიქსირა.



უფროსთა შორის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ დავით გულისაშვილი (მან ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა) და ნინო ჩიხლაძე, ახალგაზრდებს შორის კი ოქროს მედლები მოიგეს ელენე მახარაძემ (მანვე ბრინჯაოც მოიპოვა), რაულ მამედოვმა და მარიამ თურმანიძემ. ლუკა ხუტიაშვილი ვერცხლს დასჯერდა. 

უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრების მწვრთნელები არიან გიორგი ვერულიძე და ლაშა სუმბულაშვილი


უშუს ეროვნულ ფედერაციას ფინანსური მხარდაჭერა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა გაუწია.

 

 

როგორც საქართველოს უშუს ფედერაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ვერულიძემ გვითხრა, ისინი ამ ტურნირში უკვე მესამედ მონაწილეობდნენ და წელს განსაკუთრებით კარგი შედეგებით დაბრუნდნენ. "ხუთჯერ აჟღერდა მოსკოვში საქართველოს ჰიმნი და ძალიან ამაყები ვიყავით" - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

 

 

ვულოცავთ უშუს ფედერაციას და სპორტსმენებს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11330
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია