დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავა თანხის მითვისებისათვის
მეუფე კალისტრატე სასამართლო პროცესზე მთელი ეპარქიის თანხლებით გამოცხადდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/27 17:55:37

მძიმე მარხვის პირევლივე დღე  რთულად დაიწყო იმერეთის ეპარქიისთვის. ქუთაისის საქალაქო სასმართლოში  ქუთათელ–გაინათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართა.  მეუფეს ბრალი საპატრიარქოს რადიო „ კვალი ნათელის“ ყოფილმა რედაქტორმა დალი ბარაბაძემ  დასდო. საქმე ეხება ქუთაისის მერიის მიერ  რადიოსთვის გადმორიცხული თანხის 8000 ლარის მითვისებას.  http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=60608


დღეს საქალაქო სასამართლოში საქმის მესამე დასკვნითი განხილვა  შედგა. მეუფე კალისტრაეს მხარდაჭერად სასამართლოში გამოცხადნენ ქუთაისის სხვადასხვა ეკლესიის დედაობი და მამაოები.თითქმის მთელი ეპარქია.


მეუფის მოწმეების განცხადების თანახმად, დალი ბარაბაძის მიერ იბეჭდებოდა მეუფის საწინააღმდეგო პუბლიკაციები, რის გამოც მოხდა დალის ჯერ რედაქტორობიდან, შემდეგ კი კორესპონდენტობიდან გათავისუფლება.


„ბარაბაძე მხოლოდ პიროვნება კი არაა, არამედ იმ სისტემის ნაწილია, რომელიც თავს უფლებას აძლევს,  სარწმუნეობა შურაცხყოს. 800ლარი შეჭამაო, დიახ ასეთი ცილისწამებლური განცხადებების გაკეთებისთვის გავათავისუფლე.– განაცხადა მეუფე კალისტრატემ - საქართველო საფრთხეშია ასეთი ქალების გამო“


სასამართლომ მოსარჩელის  მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ამჯერად მეუფის მიმართ წაყენებული ბრალდება ვერ დადასტურდა.

დალი ბარაბაძე კი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას აპირებს.  მისი აზრით, მეუფემ ზეწოლა მოახდინა როგორც მასზე, ისე - სასამართლოზე.


 

„დღეს დაიწყო მძიმე მარხვა  და  ნაცვლად იმისა, რომ ეს დედაოები, მონაზვნები და მამაოები ეკლესიებში იყვნენ, კალისტრატემ მობილიზება გაუკეთა და აქ მოიყვანა, რათა ჩემზე მოეხდინათ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მე მწვალებელი და მართმადიდებლობის მტერი მიწოდა.  ეს 8000 ლარი ნამდვილად „კვალი ნათელისთვის“ გამოიყო, მაგრამ მეუფე კალისტრატემ დახურა რადიო ,მე გამათავისუფლა და თანხა მიიტაცა. აუცილებლად გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას.“– განაცხადა ჟურნალისტმა დალი ბარაბაძემ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია