დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი "პოსტსკრიპტუმთან" სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/26 22:54:37

კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად გატარებული 14 წლის შემდეგ, ილია მეორესთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი საპატრიარქოს ტოვებს. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი მიდის.


ის საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს, ამიტომ პოსტსკრიპტუმის კამერის წინ, ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან  არ ერიდება ღიად ილაპარაკოს, რომ დაპირისპირება საპატრიარქოში, რომელზეც უკვე ორი კვირაა მთელი საქართველო ლაპარაკობს, ახლა არ დაწყებულა და შიდა ბრძოლა გარე ძალების წახალისებით უკვე წლებია მიდის. მისი თქმით, "ეს არის სპეცოპერაცია ეკლესიის გასანადგურებლად."

 

სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ ის "უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას" შეეწირა.

 

ის ხშირად იყო პატრიარქის ინფორმაციის პირველწყარო და ელაპარაკებოდა ყველაფერზე. სოსო ოხანაშვილი პოსტსკრიპტუმს უყვება, რომ სწორედ მან უთხრა გერმანიაში მყოფ უწმინდესს მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ.

 

ამის შემდეგ, რამდენიმე სასულიერი პირმა, კლინიკაში მყოფ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის დაკავების სხვადასხვა ვერსია უამბო. ეუბნებოდნენ, რომ დეკანოზი გერმანიაში მის მოსაკლავად მიდიოდა და უმძიმეს დანაშაულში მამა გიორგის თანამზრახველი პატრიარქის დაცვის უფროსი იყო. პატრიარქს მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ უამბობდნენ მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურას დაკავებული მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალი სულ სხვა პირის შესაძლო მოწამვლის საქმეზე ჰქონდა წაყენებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსს პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ ხელი საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერინა, დღეს პირველად, პოსტსკრიპტუმს რამდენიმე დეტალს მაინც უყვება.

 

ოხანაშვილი ამბობს, რომ სათქმელი კიდევ ბევრი აქვს, მათ შორის იმაზე უფრო სკანდალური, ვიდრე დღემდე საზოგადოებას სმენია.

 

"მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისგან", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია