საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ტექნოლოგიები და ახალგაზრდობა
ჰაკათონი დასრულდა, მაგრამ მისი მონაწილეებისათვის ყველაფერი ახლა იწყება
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/25 10:37:13

 

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა დღევანდელი ვირტუალური სივრცე, სოცილური ქსელის, FACEBOOKE-ის გარეშე, მის ავტორს თავის დროზე საკუთარი იდეის რეალიზაცია რომ არ მოეხდინა.  მარკ ცუკემბერგიც საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც პროგრამირება დაიწყო, სულ მალე კი  ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი შექმნა. მსოფლიო მასშტაბით სხვა  მრავალმა ახალგაზრდა გამომგონებელმა და იდეამაც მოიპოვა აღიარება.

ბოლო პერიოდში კომპიუტერული და პროგრამული ტექნოლოგიებით მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოშიც გაიზარდა, თუმცა სასკოლო პროგრამები ისეა აგებული, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას არასაკმარისი  დრო ეთმობა, რის გამოც მოსწავლეები თვითგანათლების გზას მიმართავენ.


 აღნიშნული პრობლემა სხვებზე ადრე გაიაზრა და შეაფასა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის  FABLAB-ის ტექნიკურმა ექსპერტმა,  თეიმურაზ სახელაშვილმა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად დაწერა პროექტი ATSUHACK  Junior - ჰაკათონი მოსწავლეთათვის.


ჰაკათონი არის - მარათონი, სადაც სხვადასხავა სკოლის მოსწავლეებიდან შექმნილი გუნდები მუშაობენ ახალ იდეებზე, ტექნოლოგიებზე და ეჯიბრებიან ერთმანეთს. 


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და აწსუ მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის FabLab ATSU -ს ორგანიზებით, მიმიდინარე წლის თებერვალში გაიმართა სასკოლო ჰაკათონი JUNIOR ATSUHACK. 

სასკოლო ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი გამოხატა 1040 მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის კერძო და საჯარო სკოლებიდან. თუმცა, ონლაინ-ტესტირების შედეგების საფუძველზე, შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 100 მოსწავლე (მე-6 - მე-12 კლასი) საქართველოს სხვადასხვა რეგონიდან. 
2017 წლის 12 თებერვალს, ქ. თბილისის „ტექნოპარკში“ მონაწილეები 16 გუნდად დაკომპლექტდნენ და 1 კვირის განმავლობაში მენტორებთან ერთად იმუშავეს იდეების რეალიზებაზე. ხუთ-ხუთი მოსწავლისაგან შემდგარი გუნდები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახდენდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გუნდებს რეგიონების მიხედვით ემსახურებოდა FabLab-ის ქსელი. 

19 თებერვალს კი პროექტის  ფინალური ეტაპი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივრსიტეტში გაიმართა, სადაც მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს დასრულებული პროექტების პრეზენტაცია.  

IV დასკვნით ტურში  მონაწილეობდა17 გუნდი, რომლებმაც ჟიურის წარუდგინეს ის 17 იდეა-პროექტი, რაზეც მუშაობდნენ მენტორებთან ერთად. კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამოავლინა 3 საპრიზო ადგილის მფლობელი.


 

ჰაკათონის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:


პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „აპოლო“, რომელმაც შექმნა ტურისტებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია, რომელზეც დატანილია სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები  და მათი აღწერილობები, როგორც ტექსტური, ასევე ხმოვანი სახით. აპლიკაცია ამ ეტაპზე სამენოვანია.


 მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა გუნდმა „Huk boys”,რომელმაც შექმნა რობოტი “ხურდაbot“,რომელიც ავტომატურად აგდებს ხურდას.


 მესამე გამარჯვებული გუნდი გახდა „Discovery“. ამ გუნდის მონაწილეებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც მათემატიკის სწავლებას უფრო სახალისოს ხდის, ე.წ. ხრიკებით, რომელიც თამაშებში და ამოცანებშია ჩადებული.


Mikrosoft-ის რჩეული გუნდი გახდა “smart kids”, მათ შექმნეს ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ავტომამურად ახდენს  გამომშრალი ნიადაგის ტენიანობის განსაზღვრას და  მორწყვას. მოწყობილება განკუთვნილია სასათბურე საქმიანობის გასამარტივებლად.

 

მართალია ჰაკათონის ფინალში  პრიზები მხოლოდ ამ ოთხი გუნდის წარმომადგენლებს გადაეცათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 13 გუნდის იდეა განვითარებას ვერ ჰპოვებს.  გუნდებმა პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ იმუშავებენ იდეების სამომავლო დახვეწასა და სამომავლო განვითარებაზე.

 


საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში ჰაკათონის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სააგენტო მზადაა, განიხილოს მათ მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი და დაინტერესების შემთხვევაში, დაფინანსებაც გამოუყოს.


როგორც აწსუს Fablab-ის მენეჯერმა გიორგი ჩაჩუამ განაცხადა - ჰაკათონი დასრულდა, მაგრამ  სინამდვილეში  ამ მოსწავლეებისთვის ახლა იწყება ყველაფერი.


***


ჰაკათონის დასრულების შემდეგ ჩვენ პროექტის  მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლებსა თუ ჟიურის წევრებს:


ზურა ძულიაშვილი (მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდის „DISCOVERY“-ის მენტორი  და DGsalt-ის წარმომადგენელი):  „მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებას საგანმანათლებლო პროცესში. ვფიქრობ, 21-ე საუკუნის რელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ახალი თაობა ფლობდეს შესაბამის ტექნოლოგიურ  ცოდნას.

მე და ჩემი გუნდის ბავშვებს, იმის გამო რომ ვიყავით გეოგრაფიულად სხვდასხავა ქალაქში გვქონდა ონლაინ კომუნიკაცია და ერთობლივი შრომით, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით შვქმენით ის პროდუქტი, რომელმაც  დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემი გუნდის წევრები პრეზენტაციამდე რამდენიმე სათით ადრე გავიცანი, თუმცა მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო“.


თამუნა ნიკოლეიშვილი (ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, ჟიურის წევრი): “დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ძალინ მრავალფეროვანი და საინტერესო იდეები.სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ასეთი პატარა ასაკის ბავშვებისგან მსგავსი სერიოზული იდეები თუ გაჟღერდებოდა. ყველა პროექტი იმდენად კარგი იყო,რომ ცოტა გაგვიჭირდა გამარჯვებული გუნდების გამოვლენა“.


გიორგი ღავთაძე (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, ჟიურის წევრი):

„მინდა, ყველას მივულოცო პროექტის წარმატებით დასრულება. ორგანიზატორებს   მადლობა, ასეთი კარგი დღე რომ აჩუქეს ჩვენს უნივერსიტეტს. მე პირადად არ დაგიმალავთ და ყველაზე მაღალი შეფასება გუნდ „აპოლო“-ს იდეას დავუწერე. საქართველოს  ღირსშესანიშნაობების რუკა, ონლაინ აპლიკაციით გადაწყვეტილი, ძალიან მომეწონა“.

 


გიორგი არავიაშვილი (არასამთავრობო ორგნიზაცია DGsalt-ის დირექტორი):  „ამ პროექტში ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე - ღონისძებაში მონაწილე  ბავშვებისთვისაც, რათა განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვები. სამომავლოდ ჩვენც ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას და სხვასაც აქტიურად დავუჭერთ მხარს ინოვაციური იდეების განხორციელებაში“. 


ბოლოს საკუთარი საავტორო პროექტის შეფასება ვთხოვეთ თეიმურაზ სახელაშვილს: „როდესაც ამ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, პირველი, ვინც გვიმასპინძლა, იყო ქუთაისის  N17 სკოლა. ამ სატესტო ვარიანტმა აჩვენა, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა. სასკოლო ჰაკათონი ჩვეულებრივი ჰაკათონისაგან განსხვავდება თავისი ფორმატით და მასშტაბით.  მასში მაღალმთიანი ხულოდანაც კი მონაწილეობდა ერთი მოსწავლე.

მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეული გუნდის მენტორს, რომლებმც დიდი წვლილი შეიტნეს ამ პროექტში.  მადლობა მინდა ვუთხრა სპოსორებს, რომლებმაც დააჯილდოვეს გამარჯვებულები. მინდა გამოვყო ერთი ახლადშექმნილი ორგანიზაცია, რომელმაც თავისი ნებით გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. ვგულისხმობ, DGsalt-ს, რომელშიც გაერთიანებული არიან  პროფესიონალი აიტი-სპეციალისტები და დიდი პატივია მათი ჩვენს პროექტში მონაწილეობა.“



შეგახსენებთ, პროექტ ჰაკათონს მხარს უჭერდნენ შემდეგი სპონსორები:

•  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

•  მოსწავლეთაა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

•  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი

•  . ქუთაისის მერია

•  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივრსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

•   . ქუთაისის N-17  სკოლა

•   Microsoft-საქართველო

•   Fablab-ების ქსელი

•  არასამთავრობო ორგანიზაცია DGsalt-

•  „ედლაინი


 ჩვენი რედაქციის სახელით წარმატებს ვუსურვებთ ამ ინოვაციურ პროექტს, მის ავტორებს და ყველა მოსწავლეს.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია