დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა ერთდროულად დაეშვა
2017/02/25 10:02:26

დღეს, 25 თებერვალს, 9:15 საათზე, თბილისში და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა ერთდროულად დაეშვა.


საქართელოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

 

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტაბახმელაში იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14350
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია