დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა შედგა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/23 17:18:48

 

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  მოსმენების კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა „ საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველო“-ს საპარლმენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ. მისი განცხადებით, შემოთავაზებული კანონპროექტი მოსმენებთან დაკავშირებით, არის საბჭოთა გადმონაშთი და  მისი მიღება არ არის შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან.  სააგენტოს შექმნა აზრს მოკლებულია, რადგან ის მაინც სუს-ის გავლენის ქვეშ დარჩება.


„ეს კანონი აუარესებს მდგომარეობას, რადგან ამ მექანიზმით მოსმენების განხორციელება შეიძლება სხვადასხვა ადგილიდან.  საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გდაწყვეტილება და თქვა, რომ მოსმენების სისტემა არის უკანონო, მაგრამ პარლამენტმა ეს არ გაითვალისწინა. იმ ქვეყანაში, სადაც არ სცემენ პატვს კონსტიტუციას, არ შიძლება უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ.


 

ამ შემთხვევაში რჩება ერთი გზ,ა მივმართოთ ადამიანის უფლებათა  ევროპულ სასამართლოს. ჩვენ ამ გზას ავირჩევთ.“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ    

 

ლიკა დევდარიანი                                                                                      

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია