საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის 36 თვიანი პროექტი იწყება
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/23 17:09:36


ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტ  „ყოფილი პატიმრების გაძლიერება“ გაიმართა.

პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ „თააზიარი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ , ევროკავშირის მხარდაჭერით.

აღნიშნული პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახების, პრობაციონერების განათლების, განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.


ამ მიმართულებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სოციალური საწარმოების შექმნა, სადაც დასაქმდებინ ყოფილ პატიმრები და პრობაციონერები. ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახების და პრობაციონერების გაძლიერება, მათი გადამზადება და პროფესიული უნარ-ჩვევების  განვითარება. უფასო იურდიული დახმარების გაწევა ყოფილი პატიმრებისთვის და ასევე ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობაში მხარდაჭერა, მედიკამენტების შეძენა.


საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თუ ყოფილი პატიმარი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ამ შემთხვევაში, პროექტის ფარგლებში დასაქმდება მისი ოჯახის რომელიმე წევრი.


პროექტზე ვესაუბრეთ ფონდი „აფხაზინტერკონტი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს და პროექტის კოორდინატორს, აჩილ ელბაქიძეს: „ჩვენ ვმუშაობთ მარგინალური ჯგუფების განვითარებაზე და პატიმართა რესოციალიზაციის საკითხებზე. პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს  დავეხმარებით საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ვასწავლით, რა არის ბიზნესი, მივცემთ მარკეტინგულ განათლებას. ვასწავლით დაწერონ CV, ავტობიოგრაფია, როგორ მოიქცნენ გასაუბრებაზე, როგორ მონახონ სამუშაო ადგილები და ა.შ


იმერეთის მასშტაბით სულ 500 ბენეფიციარს გადავამზადებთ, მათგან წელს მცირე ბიზნესში გადავამზადებთ და დავასაქმებთ 50 ადამიანს. ჩვენ ასევე შევქნმით სოციალურ საწარმოს, რომელიც იქნება ორიენტირებული მათი სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე.“


შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტი თებერვლის თვიდან დაიწყო და ის 36 თვე გაგრძელდება, მას ევროკავშირი დააფინანსებს  800 000 ლარით, რომლის 70 % გადანაწილდება ბიზნესების, საწარმოების და გადამზადების სერვისებზე.


პროექტის განხორციელების არეალია: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია