დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/22 11:00:36

 

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 21 მარტამდე გაგრძელდება.


პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს  100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა  უნდა უზრუნველყოს.


მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში  უნდა გააჩნდეთ  არანაკლებ 20 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს  ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული).    

     

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის  ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.


პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი  ყურძნის რეალიზაციის გარდაუკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.


 

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა  საპილოტეა და მის ფარგლებში  არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემაპროგრამის  ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია