დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
2017/02/19 15:01:25

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- მა მაუწყებლობა განაახლა. სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ტელეკომპანია აქციის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს. 

 

აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე პერიმეტრზე, რუსთაველის გამზირზე გადამკვეთ ქუჩებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. 

 

აქციას ცოტა ხნის წინ თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც პარლამენტის შენობამდე, შესაბამისად, ვარდების მოედნიდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაში სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც მონაწილეობენ.

 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. 

 

”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე 18 თებერვლიდან გადავიდა. გათიშული იყო ტელეკომპანია ”მარაო”, “COMEDY არხი” და ”რუსთავი 2”-ის ვებგვერდი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია