საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქ-კომენტარი
"ქუთაისის მერია, გძინავთ? ყავას მიირთმევთ საწოლში და სელფებს იღებთ?"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/17 10:30:53

ქუთაისის ხელისუფალნი რომ ზამთარში თოვლს არასოდეს ელიან ხოლმე და ყოველთვის მოუმზადებელი ხვდებიან, ეს ახალი ამბავი არაა. ამის დასტურია თუნდაც ქუთაისის მკვიდრის, ცნობილი ჟურნალისტის, ქალბატონ ნანული ცხვედიანის დღევანდელი რეპლიკა სოციალურ ქსელში, რომლითაც ის ადგილობრივი ხელისუფლების შეფხიზლებას ცდილობს.

ჩვენც ვიზიარებთ მის განწყობას და ხელისუფლებას მასთან ერთად შევძახებთ:

 

"ქუთაისის მერია, გძინავს? ქუჩები ჩახერგილია, ტრანსპორტი ვერ მოძრაობს, მძღოლები უმწეოდ დგანან, ხალხი დაიტანჯა!

რა გახდა ასეთი მარილის მოყრა და ქუჩების გაწმენდა? საფიჩხიაზე და გორაზე კი არა, ცენტრში ვეღარ მოძრაობს დღეს ტრანსპორტი. ასე მოუმზადებელი შეხვდით ზამთარს, თუ ჯერ ყავას მიირთმევთ საწოლში და სელფებს იღებთ?"

 

სამწუხაროდ, პასუხად კერკერობით, "არსით ხმა, არსით ძახილი..."

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია