საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი მოსწავლეები საკუთარ პროექტს აშშ-ს ინტელის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/17 03:18:49
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის კიდევ ერთი წარმატება მეცნიერებაში – მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები მაისის თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან.

თბილისში გამართულ კონკურსზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიეუმის, XII კლასის მოსწავლე მარია ერაძემ და მისმა მეწყვილემ, ასევე ქუთაისელმა მოსწავლემ, გიორგი ფხაკაძემ ინოვაციური პროექტი „ცოცხალი საკვები“ წარადგინეს. ახალგაზრდებს კვლევებსა და პროექტის განხორციელებაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი სოფიო გაჩეჩილაძე ეხმარებოდა.
ნაშრომმა კონკურსზე საუკეთესო შეფასება და I ადგილი მოიპოვა. ახალგზარდა მკვლევარებმა ჯილდოს სახით ფულადი პრემიაც მიიღეს. კონკურსის პირობების თანახმად გამარჯვებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან მსოფლიოში უდიდესი კონკურსის – ინტელის საერთაშორისო საინჟინრო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.
„ჩემთვის მოულოდნელი იყო ამხელა წარმატება.
გასულ წელს IYIPO-ს პროექტშიც გავიმარჯვეთ და ეხლა დიდი იმედი გვაქვს რომ ინტელის ოლიმპიადიდანაც წარმატებულები დავბრუნდებით“ – განაცხადა მარია ერაძემ
გასულ წელს გამართულ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე (IYIPO 2016), სადაც 30 ქვეყნის 300 გამომგონებელი მონაწილეობდა, მარიამმა და გიორგიმ ასევე პირველი ადგილი აიღეს და ოქროს მედლის მფლობელიც გახდნენ.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია