დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანს ანტიკური ქალაქის სტატუსი მიენიჭება
2017/02/16 19:02:24

“28 თებერვლას ეროვნულ მუზეუმში თბილისში, ჩატარდება ვანის კონფერენცია, სადაც დავაანონსებთ და გავაჟღერებთ იდეას, ვანის ანტიკურ ქალაქად შეფუთვაზე,“- ეს განცხადება ხონისა და ვანის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს, გრიგოლ ლილუაშვილს ეკუთვნის.

 

მისი თქმით უკვე მიმდინარეობს არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა,რომლის ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს.

 

“ჩვენ მივიღებთ სიღნაღის მსგავს და უფრო უკეთესი იერსახის ანტიკურ ქალაქს ვანის სახით, რაც აუცილებალდ გაზრდის ვანის ტურისტულ პოტენციალს.

 

ვანში უკვე მიმდინარეობს არქეოლოგიის მუზეუმის მშენებლობა. ეს არის 14 მლ-იანი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. რაც გულისხმობს არქეოლოგიის მუზეუმის და მისი შემოგარენის მოწესრიგება- აღდგენას. ეს საშუალებას მოგვცემს, ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული ნიმუშები გამოვფინოთ ვანში, სადაც ეს იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად ეს საინტერესო იქნება ტურისტებისთვის.

 

იგეგმება კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, ქუჩების მოპირკეთება. სახე უნდა მივცეთ ქალაქს, რომ იქ განვითარდეს კაფეების, რესტორნების და სასტუმროების ბიზნესი. ტურისტმა მინიმუმ ერთი ღამე რომ გაათენოს ვანში,“-აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია