დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი კანდელაკი: ჩვენთვის შოკისმომგვრელია, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტი გათავისუფლებულია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/14 15:21:10

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის ბორის ჩაგუნავას გათავისუფლების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგი გამართა

 

„ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა, იმის შესახებ რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტი ბორის ჩაგუნავა გათავისუფლებულია. გაირკვა,რომ მთავარმა პროკურატურამ ამ ადამიანს უსწრაფესად დაუმთავრა საქმე და 9 თებერვალს მას  პირობითი სასჯელი მიესაჯა და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან. ეს ხდება  მაშინ, როდესაც მას დაუდასტურდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების, მათ შორის ტროტილის და ჰექსოგენის შეძენა-შენახვასკუთარ ავტოფარეხში" - განაცხადა "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა. მისივე თქმით, იმ ნაწილაკების იდენტური ნაწილაკები, რომელიც აღმოჩენილია გივი თარგამაძის მანქანაში, ზუსტად ბატონი ჩაგუნავას ავტოფარეხშიაღმოჩნდა.

 

"ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის აფეთქებებისთვის სამყოფი მასალა. მაშინ, როცა ძალიან ბევრი ადამიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენაზე მრავალწლიან სასჯელს იხდის, აგერ აღმოჩნდა, რომ უსწრაფესად დაუმთავრეს ბატონ ჩაგუნავას გასაიდუმლოებულ ვითარებაში,საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად და გაათავისუფლეს. ეს ხდება მაშინ, როცა თავად აფეთქების საქმე სასამართლოში არც კი გადაცემულა მაშინ, როდესაც მთავარი პროკურატურა გვპირდებოდა, რომ სასამართლო მთავარი ეჭვმიტანილის დარჩოხეჩუაშვილის წინააღმდეგ იანვრის დასაწყისში დაიწყებოდა. ამ დროს საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელიც ადებს ხელს ბატონ ხუბაშვილს, რომლის ავტოფარეხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გათავისუფლებულია.

 

ეს არის უბრალოდ შოკისმომგვრელი ინფორმაცია და რბილად რომ ვთქვათ აჩენს კითხვებს პროკურატურის და ზოგადად მთავრობის მოტივაციასთან დაკავშირებით გივი თარგამაძის აფექტების საქმეში. თქვენ ასევე იცით, რომ გივი თარგამაძემ პირდაპირ გამოთქვა ეჭვი მაღალი თანამდებობის პირებზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და ეს პირებიც არ ყოფილან დაკითხული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ კითხვებს’’ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია