დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ თქვა უინსტონ ჩერჩილმა “შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება”
2017/02/12 19:31:32

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა ბავშვის შემზარავი ყვირილი მოესმა, ბავშვი შველას ითხოვდა. გლეხი იმ მიმართულებით გაიქცა საიდანაც ხმა მოესმა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა.

 

გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად დააღწია თავი ჭაობსმერე კი კარგა ხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს.

 

წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი, გათბი”, – შესთავაზა გლეხმა პატარას. მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო ” – მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს”.

 

მეორე დღეს გლეხის სახლს მდიდრული ეტლი მიადგა, რომელზედაც ჯიშიანი ცხენები იყვნენ გამობმული. ეტლიდან გადმოვიდა მდიდრულად ჩაცმული ჯელტმენი და იკითხა:

 

-თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?

 

-დიახუპასუხა გლეხმა.

 

-რამდენი გადაგიხადოთ?

 

-არაფერი, მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.

 

-არა მე არ შემიძლია ეს ასე უბრალოდ დავტოვო, ჩემი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მითხარით რამდნიც გნებავთარ ეშვებოდა მდიდარი ჯელტმენი.

 

-მე აღარ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთუპასუხა გლეხმა და გაბრუნდაამ დროს სახლიდან გამოიქცა პატარა ბიჭი.

 

ეს თქვენი შვილია? – იკითხა მდიდარმა სტუმარმა.

 

-დიახ-ამაყად უპასუხა გლეხმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.

 

-მოდით, მაშინ გავაკეთოთ ასე, მე წავიყვან თქვენს შვილს ლონდონში, დავაფინანსებ მის განათლებას. თუ ის ისევე მადლიერია როგორც მისი მამა, მაშინ არც მე და არც თქვენ არ ვინანებთ ამ გადაწყვეტილებას.

 

გავიდა რამდენიმე წელი, ფერმერის შვილმა დაამთავრა სკოლა, მედიცინის უნივერსიტეტი და მალე მისი სახელი გაიგო მთელმა მსოფლიომ, ის იყო ადამიანი, რომელმაც გამოიგონა პენიცილინი. მას ერქვა ალექსანდრე ფლემინგი.

 

 

ომის დაწყების წინ, ერთ-ერთ მდიდრულ კლინიკაში მოათავსეს სწორედ იმ მდიდარი ჯელტმენის შვილი, ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით და როგორ ფიქრობთ რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე ამჯერად? დიახ პენიცილინმა, რომელიც შექმნა ალექსანდრე ფლამენგმა. ხოლო მდიდარი ჯელტმენი, რომელმაც დააფინანსა მისი განათლება, იყო პანდოლფ ჩერჩილი. ხოლო მის შვილს ერქვა უინსტონ ჩერჩილი, რომელიც შემდგომ გახდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამის გამო, ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა: “შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება”.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია