დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლეებისგან დაცლილი იმერეთის სკოლები ციფრებში (ინფოგრაფიკა)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/12 18:26:46

საქართველოში  მიგრაციის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. ბოლო წლებში ჩატარებული სტატისტიკური კვლევების მიხედვით, ქვეყანაში არამარტო საზღვარგარეთ საშოვერზე წასულ და იქ დამკვიდრებულ ადამიანთა რაოდენობა იმატებს, არამედ კატასტროფულად მზარდია შიდა მიგრაციის ტემპიც.


ეს კი კარგად ჩანს სკოლების მაგალითზე:

  • ყოველ წელს საშუალოდ 100 მოსწავლე აკლდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებს. 
  • ხონის მუნიციპალიტეტის 21 სოფლის სკოლას ხუთ წელიწედში თითქმის 500 მოსწავლე გამოაკლდა; 
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტის 23 საჯარო სკოლის  მოსწავლეთა რაოდენობა 2012-2016 წლებში 600 მოსწავლით შემცირდა. 
  • 3 876-დან 3413-მდე შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 26 სოფლის სკოლაში.
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყველაზე მძიმე ვითარებაა. მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლაში 2011წლიდან -2016 წლამდე აქ მოსწაავლეთა რაოდენობა თითქმის განახევრდა და  3 305 მოსწავლედან  1 829 მოსწავლემდე დავიდა.

 

 

მმთიანი სოფლების დაცლის პროცესს შეუქცევადს ქალაქში სასწავლებლად წასული ახალგაზრდების იქვე დარჩენის გადაწყვეტილებაც ხდის. სამწუხარო ისაა, რომ სახელმწიფომ ვერ დაძლია ეს პრობლემა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასაკმარისი უსარგებლო პროგრამები, უსტრატეგიობა ამ კუთხით, ალბათ,  სულ მალე ბევრ სოფელს უკაცრიელს გახდის. თუმცა, შესაძლოა, ეს პროცესი ცივილიზაციის გარდაუვალი შედეგია, რომელსაც ვერც ჩვენი ქვეყანა უმკლავდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაცია მხოლოდ იმერეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების პრობლემა არაა. ქუთაისში ბოლო წლებში მოსახლეობის რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ შემცირებისა და სტაგნაციის ტენდენციის ხასიათდება. 

 

 

2016 წლის აგვისტოში ქუთაისის საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2021“. რომელშიც  ნომერ პირველი გამოწვევად ქალაქიდან მოსახლეობის გადინებაა დასახელებული.  საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისისთვის ნომერ პირველი ამოცანაა, შეინარჩუნოს მოსახლეობა. დოკუმენტში აღიარებულია, რომ უპირველესად განსახორციელებელია პროგრამა „იცხოვრე ქუთაისში“, რაც გულისხმობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რათა არ მოხდეს ქალაქის მოსახლეობისაგან დაცლა. უწირია თუ არა განხორციელება ქალაქს ამ მიმართულებით, მომავალი წლების მიგრაციის სტატისტიკა აჩვენებს.

 

 ირმა ბახუტაშვილი

თინათინ დვალიშვილი (ინფოგრაფიკა)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია