საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თაობა და წიგნი
ქუთაისის ახალგაზრდებში წიგნი კვლავ აქტუალურია (VIDEO)
2017/02/12 14:33:21

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთ -ერთი უძველესია. იგი 1873 წელს დაარსდა და გახსნის პირველივე დღიდან იქცა ქუთაისის მოაზროვნე საზოგადოების თავშეყრის ადგილად. დღეს, XXI საუკუნეში წიგნი და ბიბლიოთეკა საკმაოდ მტკივნეული თემაა. ჩვენ დავინტერესდით  რამდენად ხშირად სტუმრობს ქუთაისის ახალგაზრდობა ბიბლიოთეკას, მაშინ, როცა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი ხმალამოღებულ ბრძოლას უცხადებს წიგნს.


შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის ბიბლიოთეკა ხალხის ნაკლებობას არ განიცდის, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის. ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები არიან სკოლის მოსწავლეები. ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს: „საკმაოდ ხშირად დავდივარ ბიბლიოთეკაში, აბიტურიენტი ვარ, თუმცა მაინც გამოვნახავ დროს და ვფიქრობ, რომ ხალხიც ხშირად უნდა დადიოდეს, განსაკუთრებით ჩემი ასაკის, რადგან ჩვენ მომავალი თაობა ვართ და ბევრი რამ იქნება მომავალში ჩვენზე დამოკიდებული. „


როგორც ერთ-ერთი ბიბლიოთეკარი აღნიშნავს ქუთაისს ჯერ არ მიუტოვებია თავისი ისტორიული მუზეუმი: „ჩვენ ვემსახურებით ყველა ასაკის მკითხველს, გვყავს როგორს ახალგაზრდები, ასევე საპენსიო ასაკის მკითხველები, თუმცა ძირითადად, მაინც ახალგაზრდები.“


აღსანიშნავია რომ ქუთაისში 2 უნივერსიტეტი არსებობს, სადაც სწავლობენ ასევე უცხოეთიდან ჩამოსული სტუდენტები და ბევრი მათგანი ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარია, და ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურას ეცნობა.


ბიბლიოთეკაში ამჟამად 17 განყოფილება მოქმედებს. წლიდან წლამდე აქ უამრავი ღონისძიება იმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებოს სპეციალური საბიბლიოთეკო სერვისი უსინათლო და მხედველობადაქვეითებული მკითხველებისთვის.

 

 

 მომავალი თაობა ბიბლიოთეკის სიყვარულით იღებს იმას, რასაც მხოლოდ კომპიუტერი ვერ მისცემს და ეს მის მომავალს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის.

 

მეგი კაკაბაძე, ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია