დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევან დავითაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/11 09:46:26

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. შეხვერდრას საქართველოში მოქმედი 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე დადაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ  აგრო-სასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გამოსწორდეს,  გაიზარდოს  სექტორის პროდუქტიულობა და მწარმოებლურობა, დაინერგოს ის სტანდარტები, რომელიც სფეროს განავითარებს სწორი მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული კომპონენტებიც, რათა დამატებითი ღირებულების გენერირება საქართველოში ხდებოდეს. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. 

 

ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციის სახით წარადგინა 2017 წლის აგრაგული დარგის განვითარების ხედვა, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

 

პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება/ეფექტიანობის გაზრდა;

 

მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება - შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება, მოდერნიზაცია;

 

სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სისტემებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;

 

ფერმერთა კომპეტენციების და კონკურენტუნარიანობის ამაღლება;

 

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია - ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა;

 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული საკითხები და ამ  მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.

 

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ პროექტით „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ მხარს უჭერს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია