დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სულხან ქობულაძე: "არც ქალაქს და არც ქვეყანას არ ჰყავს პატრონი"
2017/02/09 21:14:41

 

ქუთისის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით პარტიამ „თავისუფალი საქართველო" და საინიციტივო ჯგუფმა  „ქუთაისის მომავლისთვის“ ბრიფინგი გამართა.  ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მაკდონალდსის მშენებლობა და მოითხოვეს მიმდინარე სამუშაობეის შეჩერება. 


  „მერიას მივწერეთ წერილი ამ უკანონო მშენებლობის შეჩერების შესახებ, რადგან კანონის თანახმად, თუ არ არსებობს დამტკიცებული პროექტი, არ შეიძლება მშენებლობის დაწყება.  მერიისგან კი მივიღეთ აბსურდული პასუხი, თითქოს მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც არცერთ კანონში არ ჯდება. მე მივწერე ამერიკის და ევროპის რამდენიმე ქვეყანას წერილი იმის შესახებ, თუ რა უკანონობას ჩადის მათი ფირმის ქართველი წარმომადგენელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე არაფერს არა ქვს აზრი, რადგან არც ჩვენს  ქალაქს და არც- ქვეყანას პატრონი არ ჰყავს - განაცხადა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორმა, სულხან ქობულაძემ.


ბრიფინგზე  მოსახლეობის აქტივობა არ დაფიქსირდა ,რამაც ორგანიზატორების იმედგაცრუება გამოიწვია. „მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და ქალაქზე აღარავინ ჯავრობს ფაქტია“- განაცხადა გოგი წულაიამ.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია