დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/09 20:26:15

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილე „აუდიტორია 115“-ის წევრები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირდაპირი ჩართვა მოითხოვეს. ახალგაზრდებმა არხის პირველი სართული დაიკავეს და დაშლას არ გეგმავენ, ვიდრე მათ პირდაპირი ეთერი არ დაეთმობათ.

 

საზოგადობრივ მუწყებელთანსაპროტესტო აქცია  არასამთავრობო  ორგანიზაციამწვანე მუშტისორგანიზებით მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ  პროფკავშირების, ”აუდიტორია 115”-ისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს.

 

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა,“ საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეკუთვნის საზოგადოებას და არ შეიძლება ერთმა ან ორმა ადამიანმა დახურულ კარს მიღმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს.

 

„შესაბამისად, ყოველგვარი საუბარი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაჩერებაზე უნდა შეწყდეს. ბორდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს კანონიერი და პრინციპული ადაწყვეტილება და ეს წინადადება რომელიც იქნა დაყენებული, გენერალური დირექტორის მხრიდან, როგორც კანონშეუსაბამო, გადადოს გვეერდზე და აქ დასვას წერტილი“ - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვოლმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია