საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე ჯეჯელავა: გაჩნდა რისკი, რომელსაც მე თავიდანვე როგორც ჩანს ვერ ვხედავდი
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/09 19:13:47

განათლების მინისტრის მიერ თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსების სისტემის გაცნობის შემდეგ, პედაგოგები უკმაყოფილო დარჩნენ, რადგან  დაანონსებული იყო 3000 ლარიანი გრანტები და ნაცვლად გაცილებით დაბალი ანაზღაურების დაპირება მიიღეს.

 

რატომ შეიცვალა სამინისტრომ პოზიცია, ამის მიზეზები ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა და განაცხადა, რომ სასკოლო გრანტების შესახებ უნებურად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

 

„მე ვერ გავითვალისწინე, ვიარე და ვიძახე ეს 3000 ლარი. მერე რომ გადავთვალეთ, გამოვიდოდა დიდი უსამართლობა. ძალიან მაგარი პედაგოგი ჩვეულებრივ გაკვეთილში იღებს 6,75 ლარს და მე ვაპირებდი 25 ლარი მიმეცა ვიღაცისთვის. ქვეყანა დაიქცეოდა, სავსებით სამართლიანად მიმითითეს. გაჩნდა რისკი, რომელსაც მე თავიდანვე როგორც ჩანს ვერ ვხედავდი, გაცილებით მეტს თუ გადავუხდთ მასწავლებელს თავისუფალ გაკვეთილში, ვიდრე ჩევულებრივში, შეძლება საქმე გაგვეფუჭებინა“ - განმარტავს მინისტრი იმ მიზეზებს, თუ რატომ შეიცვალა 3000 ლარიანი დაპირება.

 

მისივე თქმით, შეიძლება პედაგოგს ეთქვა - სპორტის მასწავლებელმა რატომ უნდა აიღოს 12 ლარი როცა მე ვიღებ 6 ლარს?! ამიტომ ამ პრობლემას  ასაცილებლად, შეეცადნენ პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა გაეზარდათ და შეემცირებინათ ასეთი შემთხვევების ალბათობა.

 

„ამ ეტაპზე თავისუფალი გაკვეთილის ანაზღურება იქნება დარიცხული 8 ლარი, მომავალში ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ, ესეც აიწევს და ჩვეულებრვი გაკვეთილის დაფინანსებაც. რეალურად, თავისუფალი გავეთილი არ არის გზა, რომ მასწავლებლებს ფული დავურიგოთ, ამისთვის არსებობს დანამატების სისიტემა, ეს არის ინსტრუმენტი, რომ ახალი ტიპის გაკვეთილები შემოვიდეს სკოლაში“– განაცხადა  მინისტრმა.

 

პედაგოგების ნაწილმა ასევე უმაყოფილო დარჩა თავისუფალი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში სკოლების ადინისტრაციისთვის გადასაცემი დაფინანასების გამოც. თუმცა, განათლების მინისტრის თქმით, ადმინისტრაციის წახალისება ნებისმიერ ოგანიზაციაში მოტივაციას ზრდის.

 

„ეს თანხები ჩადებულია ადმინისტრაციის მოტივაციისთვის. მოკლედ, დირექციას თუ არ უნდა თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც მისთვის წვალებაა, ხელს არ შეუწყობს. მაგალითად სოფლის სკოლებში ყველგან არის ტრანსპორტირება. თუ სკოლაში ტარდება თავისუფალი გაკვეთილი დირექტორმა და ადმინისტრაცამ უნდა მოუცადოს, ორგანიზება გაუკეთოს, რომ ეს ავტობუსი მოვიდეს დაელოდოს და ა.შ. თუ მას თავისი საკუთარი მოტივი არ აქვს, უბრალოდ იტყვის, რომ არ მინდა, არ მაინტერსებს შენი თავისუფალი გაკვეთილი.

 

 

ეს არის ერთი რისკი. მეორეა, რომ ეს დამატებითი გაკვეთილები იქნება შეწუხება, მაგალითად იგივე დამლაგებლისთვის -  მას ცალსახად მოემატება საქმე. თუ ადრე  ეს ბავშვები წავიდოდნენ 1  საათზე, ახლა დარჩებიან 3  საათამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციისთვის რაღაც რესურსი აუცილებლად უნდა იყოს. კიდევ ერთი საკითხია, რომ ამ სქემებში ადმინისტრაცია ყველას დაავიწყდა, ანუ არაფერი არ იქნა გათვალისწინებული ამ ხალხისთვის. ისინი მართლა შრომობენ. ადმინისტრაციის მენეჯმენტს დიდი როლი აქვს ნებისმიერ ორგანიზაციაში და მენეჯმენტი პრემიებსაც იღებს კარგი შედეგებისთვის“ – განაცხადა  ალექსანდრე ჯეჯელავამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8224
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია