დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა ქართული თეატრის კვლევის ცენტრის რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/09 11:01:38

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მეექვსე შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის შედეგებს ეხებოდა, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თეატრები და პერსონები გამოვლინდნენ.  კვლევაში ჩართული იყო 42 თეატრი  და 30–მდე ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა.  

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა ქართული თეატრის კვლევის ცენტრის რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ:


·  საუკეთესო რეჟისურ -  მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი სიხარულიძე დაჯილდოვდა. (სპექტაკლ „რევიზორი“)

·  საუკეთესო სცენოგრაფია და კოსტიუმები გაიმარჯვა ძალიან საინტერესო ქუთაისელმა დიზაინერმა, ესმა ხეცურიანმა. (სპექტაკლრევიზორი)

·  საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაც - ამ ნომინაციაში საუკეთესოდ რეზი ქაროსანიძე დასახელდა.

· საუკეთესო სპექტაკლთა შორის კი -  მეთევზე ერთი, ორი...შეირჩა. (რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, ქუთაისის და ჭიათურის დრამატული თეატრების კოპროდუქცია)


გარდა ამისა, მესხიშვილის თეატრპრემიერების, რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით და ეროვნული პროდუქციების რეიტინგით საუკეთესოთა ხუთეულშია.

წლის მნიშვნელოვან მოვლენათა ხუთეულში მოხვდა ასევე, საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016“.


გამარჯვებულებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დიპლომები გადაეცათ.


მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ ყველა გამარჯვებულს ულოცავს ამ დიდ წარმატებას და შემდგომი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია