დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეასუსტებს
2017/02/08 22:01:15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეასუსტებსირაკლი კობახიძის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის .. მესამე ტალღასთან დაკავშირებით, პარლამენტმა ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

 

ეს არის უპრეცენდენტო რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოში. გასული ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სფეროში გვაქვს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება არცერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. ეს არის ძალიან მყარი პოზიცია, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, გაიზიარებს თუ არა პარლამენტი შენიშვნების ნაწილს მართლმსაჯულების რეფორმის .. „მეოთხე ტალღისფარგლებში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, უმრავლესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა.„იყო გარკვეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება მსჯელობა, თუმცა, მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის შენიშვნებს ან სრულად იზიარებ, ან არ იზიარებ. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, აქედან გამომდინარე, კენჭი ვუყარეთ პირველ რედაქციას და კანონპროექტების პაკეტი  პირვანდელი სახით მივიღეთ“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე  განცხადებით, პარლამენტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და რეფორმები ამის საფუძველზე გაგრძელდება.

 

ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროპული სტანდარტების სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. თქვენ გახსოვთ, რამდენად მძიმე იყო ჩვენი სასტარტო პოზიცია 2012 წელს, პრაქტიკულად, მთლიანად იყო დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის სერვერიც კი იუსტიციის სამინისტროს შენობაში იდგა. საქართველოში სასამართლო სისტემა,პრაქტიკულად, არ არსებობდანულოვანი კი არა, ასე ვთქვათ, მინუსის ნიშნულიდან ავიღეთ ჩვენ სასტარტო პოზიცია. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ჩვენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომლებზეც ხელისუფლებას ოპონენტები უთითებენ და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ ისეთი საქმეებზე საუბრობენ, რომლებთან დაკავშირებითაც მათი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

 

ეს არის .. პოლიტიკური პატიმრების საქმე და ჩვენ ვნახეთ უგულავას მაგალითზე, რომ მან თავად აღიარა თავისი დანაშაული და თავად აღიარა, რომ ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი, და მეორე, ეს არისრუსთავი 2“-ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ დე ფაქტო მესაკუთრე ტელევიზიის არის, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ეს არის მოცემულობა, არცერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რეალურად, არ გამოითქმება არსებითი ხასიათის შენიშვნები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე სასამართლო სისტემა  დაშინებისა და რეკეტის ინსტრუმენტი იყო და ეს პრაქტიკა,„ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღიკვეთა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების ფუნდამენტური მიღწევაასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეფორმები გატარდება.

 

 

პარლამენტმასაერთო სასამართლოების შესახებორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევ კანონპროექტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია