დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მგლის ქურქს ამოფარებული ქურდები
2009/11/16 14:19:03

ხუთთვიანი ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ, ხონში დამნაშავეთა ჯგუფი დაიჭირეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველო, ხონის და სამტრედიის სამმართველოებისა და სამტრედიის რაიონის პროკურატურასთან ერთად, ატარებდა წინასწარ მოკვლევას, რის შემდეგაც ხონის და მის მეზობელ რაიონებში ორგანიზებულ დამნაშავეთა 16 კაციანი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულები სხვადასხვა კატეგორიის 23 დანაშაულში არიან მხილებულნი, კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიტაცებაში და ფარულად დაუფლებაში. ასევე მათ ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში.

პირუტყვის დაკარგვის გახშირებულ ფაქტებზე ხონის რაიონის სოფლების მოსახლეობა რამდენიმე თვეა ჩივის. თუმცა გლეხები მთიდან ბარში ჩამოსულ მგლებს აბრალებდნენ, რადგან ამ მტაცებელი ცხოველის არსებობა გასულ ზამთარში დადასტურდა.

მოპარულ პირუტყვს დამნაშავეები, სავარაუდოდ, რაიონის აგრარულ ბაზარზე ყიდდნენ. საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული: 177-ე - ქურდობა, 260-ე - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა, 236-ე - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულები ხონის, მარტვილის და სამტრედიის რაიონების მცხოვრებლები არიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია