დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მასშტაბით არცერთი ქალი არ არის გუბერნატორი ან მერი
2017/02/07 01:28:50

 

პოლიტიკაში ქლთა  მონაწილეობა უმნიშვნელოდაა გაზრდილი - ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის შდეგები.


ქუთაისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2016წლის საპარლამენტო არჩევნების გენდეული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“, - შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. მანამდე კი კვლევის ავტორებმა შეისწავლეს და გაანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები  პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით.

კვლევა ეტაპობრივად, 2016-2018 წლების საარჩევნო ჭრილში განხორციელდება.


პრეზენტაციაზე სხვადასხვა სტატისტიკა წარმოადგინეს:

  • საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, საკანონმდებლო ორგანოში ქალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ცოტა ქალი საქართველოს პარლამენტში 2000 წელს, მხოლოდ 6% იყო.


  • ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში კი სტატისტიკა 4%–ით  გაიზარდა. 2012 წელს საქართველოს პარლამენტის წევრთა 12% იყო ქალი, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კი 16%.

 

 

 საერთაშორისო სტატისტიკა კი ასეთია: საპარლამენტათაშორისო მონაცემებით, საქართველო გენდერული ბალანსის მიხედვით 193 ქვეყანას შორის 119–ე ადგილზეა.


ამ ეტპზე წარმოდგენილი კვლევის შედეგებზე საუბრობს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი  და კვლევის ავტორი ირმა პავლიაშვილი:

  „კვლევა სამ მიმართულებას მოიცავდა, პირველია საკანონმდებლო მდგომარეობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს ქალთა როლის გაზრდასთან დაკავშირებით, მეორე - არის სტერეოტიპების დამსხვრევა, რომ ქალის როლი არ არის პოლიტიკაში და მესამე - თავად შიდაპარტიულ მდგომარეობას შეეხო, პარტიებმა თავად უნდა გაზარდონ ქალთა როლი


კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პრობლემა გაცილებით მწვავეა თვითმმართველობებში, რადგან საქართველოს მასშტაბით არცერთი ქალი არ არის გუბერნატორი ან მერი.


 

 ზოგადად, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებისგან ჯერ საკმაოდ შორს ვართ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია