დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვასილ მაღლაფერიძე: "ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/06 13:48:46

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პრესკონფერენცია გამართა სამომავლო გეგმებტან დაკავშირებით.


საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას და ამისთვის საჭიროა, 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა.


ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინო თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა.

 

მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ”, - განაცხადა მაღლაფერიძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია