დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდული ფორუმი იმერეთში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/04 17:00:16

 

ქუთაისში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა,რომელშიც მონაწილეობდნენ იმერეთის სასკოლო კლუბის წევრები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 90 წარმომადგენელი.

ფორუმი ორგანიზებული იყო ამერიკული ორგანიზაცია PH Internitional-ის მიერ, USAID-ის დაფინანებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მხარდაჭერით,სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავალი თაობა“ - ფარგლებში. 


ფორუმის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.


ღონისძიება ორ სამუშაო ფორმატს ითვალისწინებდა. პირველ რიგში, მოსწავლეებმა, თავის პედაგოგებთან და სპეციალურად მომზადებულ ფასილიტატორებთან ერთად, იმუშავეს იმ პრობლემების გამოკვეთაზე, რომელიც აქტუალური  იყო მათი სკოლისთვის, თემისთვის და რეგიონისთვის. მეორე ნაწილში კი მათ შეიმუშავეს კონკრეტული საპროექტო წინადადებები ამ პრობლემების გადასაჭრელად.


ფორუმის მნიშვნელობაზე გვესაუბრა განათლების, განვითარებისა და  დასაქმების ცენტრის დირექტორი ლიკა კილაძე:

 „დღევანდელ ახალგაზრდულ ფორუმზე ჩვენ მოვიწვიეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს-სექტორი და მედია საშუალებები, რათა გამოიკვეთოს მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტების პოტენციური მხარდამჭერები. შესაძლოა ყველა პროექტმა ვერ მოიპოვოს მხარდაჭერა,მაგრამ ეს კიდევ ერთი შანსი იქნება  ახალგაზრდებისათვის, რათა სამომავლოდ უფრო დახვეწონ თავიანთი ინიციატივები.

 

ახალგაზრდული ფორუმი, ერთის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ის თეორიული გამოცდილება,რასაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე იღებენ, პრაქტიკაში განახორციელონ. მეორეს მხეივ, კი ჩაერთონ თავიანთი რეგიონის პრობლემების გადაჭრის პროცესში.“


შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტი იმერეთში "განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა" განახორციელა.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია