დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს ხალხს
2017/02/03 13:48:49

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ულოცავს უვიზო რეჟიმის მინიჭებას. როგორ მმართველი პარტია აღნიშნავს, ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და ამ სიკეთით ისარგებლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები.

 

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

 

ევროპელი პარტნიორების დღევანდელმა გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით დიდ ევროპულ ოჯახს. ეს არის უდიდესი წინსვლა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპარლამენტმა მრავალპარტიულ ფორმატში დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც დღეს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

 

ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ევროპარლამენტისგან მივიღეთ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გამო. ეს გვაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, რათა წარმატებით გავაგრძელოთ მუშაობა ევროინტეგრაციის კუთხით

 

ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით ისარგებლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები.

 

მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში.

 

ჩვენ კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის კუთხით, წარმატებით უნდა დავნერგოთ ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს.

 

 

დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზას ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები, მთელი საზოგადოება წარმატებით გავივლით და დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდებით“ - ნათქვამია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2409
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია