საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების ვიზიტი ვაშინგტონში
2017/02/03 13:32:35

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც კონგრესის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

 

ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ ლიდერი გიგი წერეთელი, საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიხეილ მაჭავარიანი დარამაზ ნიკოლაიშვილი.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან კენ ვოლაკთან და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონის დირექტორთან სტივენ ნიქსთან.

 

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციასა და მედია თავისუფლების საკითხებს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელზეც სიტყვით ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა. დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები კონგრესსა და სენატში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია