დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქეთევან კიკვიძემ წყალმომარაგების კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო
2017/02/01 15:48:03

 

„საერთშორისო გაჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი იურისტების დახმარებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრის თანამშრომელმა, ქეთევან კიკვიძემ, რომელიც კომპანიას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო ედავებოდა, სასამართლო პროცესი მოუგო.

 

ქეთევან კიკვიძე წყალმომარაგების კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა. იგი 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გაათავისუფლეს.


„საერთშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტების დახმარებით, ქეთევან კიკვიძემ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქეთევან კიკვიძის სასარჩელო მოთხოვნები. შედეგად, დამსაქმებელს დაევალა მისი სამსახურში დაუყონებლივ აღდგენა.



„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.



ქეთევან კიკვიძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. 2017 წლის 27 იანვრის განჩინების საფუძველზე პალატამ გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა ქეთევან კიკვიძის საკასაციო საჩივარი, კერძოდ, ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, წყალმომარაგების კომპანიას დაავალა ქეთევან კიკვიძის თანამდებობაზე აღდგენა და ასევე მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია