დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მითი: NATO-ს მისიებში ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ, უსაფუძვლოა
2017/02/01 20:20:00

2016 წლის 22 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც საქართველოს საგარეო კურსის შესახებ NDI- გამოკითხვის შედეგებს ეხებოდა. სიუჟეტში ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შესახებ ახალქალაქის მცხოვრების კომენტარია მოყვანილი, სადაც ის NATO-სთან დაკავშირებით შიშებს გამოთქვამს და აცხადებს, რომ კრიზისულ ვითარებაში ამერიკელები საკუთარი ჯარისკაცების ნაცვლად სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს გაუშვებენ საომრად.

 

ლენა თალიბოვა, ახალქალაქის მკვიდრი:„ძალიან მეშინია ნატოში შესვლის. ყველაზე მეტად ჩვენი ახალგაზრდობის გამო. გადაცემა მოვისმინე სადაც ამბობდნენ, რომ თუ რამე მოხდა, ამერიკელები საკუთრ ჯარისკაცებს კი არ გაუშვებენ საომრად, პირიქით ყველა იმ ქვეყნის ჯარისკაცს, რომელსაც ეხმარება."

 

აღნიშნული შეფასება უსაფუძვლოა, რადგან NATO - საერთაშორისო მისიებში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობის წილი, სხვა ქვეყნის ჯარისკაცებთან შედარებით, ყველაზე მაღალია.

 

 

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების წილობრივ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და იმ რიცხობრივ უპირატესობას, რომლითაც აშშ-ის შეირაღებული ძალები გამოირჩევიან.

 

 

2014 წელს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, 2015 წლიდან NATO- ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია (Resolute Support Mission) დაიწყო, რომელიც ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დამატებით წვრთნებსა და ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. მისიაში 39 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. NATO- ინფორმაციით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ჯამური ადამიანური რესურსის რაოდენობა 12, 813-ია, აქედან 54 % (6 954) აშშ-ზე მოდის.

 

 

ადამიანური რესურსით მონაწილეობის გარდა, აშშ ალიანსის მისიებს სამხედრო ტექნიკითა და ფინანსური რესურსით ეხმარება. 28 წევრი სახელმწიფოსგან ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ამერიკაა. NATO- 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, ალიანსის არაპირდაპირმა კონტრიბუციამ $900 მილიარდი შეადგინა, საიდანაც 72 % აშშ-ზე მოდის.

 

 

აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის რესპონდენტის მოსაზრება, რომ NATO- მისიებში ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ, უსაფუძვლოა.

 

წყარო: http://eurocommunicator.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია