დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა სხვა სტრუქტურა მოვიფიქროთ, თუ მოსმენებზე პოლიტიკური ნება არ იქნება, შედეგს ვერ მივიღებთ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/01 19:28:00

ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.

                         

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არ ეთანხმებიან არც საპარლამენტო ოპოზიციაში და არც არასამთავრობო სექტორში. მაგალითად, პარლამენტის წევრი  ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ  ,,რაც არ უნდა სხვა სტრუქტურა მოვიფიქროთ ჩვენ, თუ მოსმენებზე პოლიტიკური ნება არ იქნება,  შედეგს  ვერ მივიღებთ’’

 

,,საზოგადოებაში მასიური განცდაა, რომ მოსმენები გრძელდება და ამაზე  არასამთავრობოების არაერთი აქციამეტყველებს. გარდა ამისა, არც ერთი ფარული ჩანაწერის გამოძიება არ მიყვანილა ბოლომდე. ნება იმისა, რომ ფარული ჩანაწერების ეპოქა დასრულებულიყო მთავრობას არ გამოუვლენია. ამასთან ერთად, სუს-ს ბიუჯეტში 18 მილიონი  ემატებადა აქ მთავრობის პრიორიტეტი ნათლად ჩანს.

 

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავრობა ნიშნავს უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური დანიშვნაიქნება. სამწუხაროდ, არანაირ პრობლემის გადაჭრაზე არ არის საუბარი. პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ ფარული ჩანაწერების და მიყურადების ეპოქაში ცხოვრებას. თავი უნდა მოვიტყუოთ, რომ ვთქვათ ეს რაიმე სახის გადაწყვეტილებაა.

 

 

მთავარია, რომ პოლიტიკური გავლენა არ იყოს იმ უწყებაზე, რომელიც აღნიშნულ საკითხებს წყვეტს. აქ კი, პირდაპირ პრემიერია ჩართული. სისტემა, რომელსაც დღეს ხელისუფლება გვთავაზობს არის სისტემა, რომელიც ფარულ მოსმენებსგააგრძელებს და არ გადაწყვეტს ამ პრობლემას’’ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია