დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "მთავრობის სიხარბეს საზღვარი არ აქვს"
2017/02/01 18:42:00

გია ჟორჟოლიანის ინიციატივა გადასახადებზე რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებით ზურა ჭიაბერაშვილმა უარყოფითად შეაფასა. ,,მთავრობის სიხარბეს საზღვარი არ აქვს,’’- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

 

,,კატეგორიულად მიუღებელია. მთავრობას ბიუჯეტში მუდმივად აქვს დეფიციტი. ეკონომიკა დაანგრიეს. ბუნებრივია, როცა ეკონომიკური აქტივობა დაეცა, შემოსავალიც ნაკლებია. ამ მეთოდით ხელისუფლება ცდილობს რაც დარჩა ეკონომიკაში ისიც უფრო მეტად დაბეგროს, მეტი გადასახადი დააწესოს იმისთვის, რომ თავად არ მოიკლოს კომფორტი, პრემიები და დანამატები. მთავრობის და ბიუროკრატიის გაზრდა იმის ხარჯზე, რომ ვინც მუშაობს მათ მეტი გადასახადი ამოუღონ ჯიბიდან კატეგორიულად მიუღებელია. ისინი ცდილობენ მოარღვიონ ბარიერი, ორგანულ კანონში მუხლი შეცვალონ და გადასახადები უსასრულოდ გაზარდონ, რაც ეკონომიკასკიდევ უფრო მოკლავს და  ქართულ სახელმწიფოს დააქცევს. როგორც კი ეს ინფორმაცია გაჟღერდება და ინვესტორები გაიგებენ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება’’ - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია