დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - განაცხადების მიღება იწყება
2017/02/01 18:35:00

31 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში  სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია შედგა. საკონკურსო მოთხოვნები და პირობები საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა - ნინო ჭელიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში - ბატონმა პასკალ მენიემ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა -  ჟან-ივ ლავუარმა გააცნეს.

სასტიპენდიო პროგრამასამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისაფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადითასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

2017- 2018 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

 2017-2018 სასწავლო წლისთვის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადდა შემდეგი მიმართულებები/სპეციალობები:

 

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

 

ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის  ჩათვლით.

აღნიშნული პროგრამა პირველად 2016 წელს ამოქმედდა და საქართველოს 16 მოქალაქე უკვე სწავლობს საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში - (ბურგუნდიის უნივერსიტეტი, სიანს პო, პარიზის დიდროს უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტი და ა.შ).

სასტიპენდიო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი - 17 იანვარი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - 18 იანვარი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 23 იანვარი; ასევე იგეგმება პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში (ინგოროყვას 7, ოთახი N4, სართული 3)  13:00-16:00 საათამდე პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა.

  • საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, ცხელი ხაზი: 2 40 02 02

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია