ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, გია ქობალიანის ინიციატივა, ქალაქში შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმის შესახებ, მალე რეალობად იქცევა.
ქუთაისის მერიამ შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზის პროექტზე უკვე გამოაცხადა კონკურსი. საუკეთესო ნამუშევარს თვითმმართველობაში შექნილი 9კაციანი დროებითი კომისია გამოავლენს, რომლის ხელმძღვანელიც ქალაქის მერი შოთა მურღულიაა.
კონკურსის პირობების მოთხოვნაა, რომ ძეგლის მასალად გამოყენებული უნდა იყოს ბრინჯაო. ხოლო იგი რუსთაველის ქუჩაზე უნდა განთავსდეს. კონკრეტული ადგილი კი გამარჯვებული ესკიზის მიხედვით შეირჩევა.
ესკიზების მიღება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დაიწყება და 1 მარტამდე გაგრძელდება.ხოლო გამარჯვებული მარტის ბოლომდე უნდა გამოვლინდეს.