დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია ჟორჟოლიანის საკონსტიტუციო ინიციატივა - გადასახადების განსაზღვრა რეფერენდუმით არ უნდა ხდებოდეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/01/31 16:32:26

ფრაქციაქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატებისთავმჯდომარემგია ჟორჟოლიანმა  პრესკონფერენცია გამართა. მან  ჟურნალისტებს პარტიისსოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვისმიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ორი ინიციატივა  გააცნო, რომელიც, მისი განმარტებით, ქვეყნის განვითარების შესაძლებლობებზეა ორიენტირებული.

 

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ერთ-ერთი ინიციატივა იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს ეხება, რომლის მიხედვით, ახალი გადასახადის დაწესება ან გადასახადის გაზრდა, მხოლოდ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ინიციატივის ავტორები მიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებას არსებითად ზღუდავს და ინსტიტუციურ დემოკრატიას აზიანებს.

 

ფრაქციის თავმჯდომარის მოსაზრებით, იმისათვის, რომ სახელმწიფოში რადიკალურად შეიცვალოს ვითარება, საჭიროა ეს პოლიტიკა დასრულდეს და ქვეყანა გადარჩენის პოლიტიკიდან განვითარების პოლიტიკაზე გადავიდეს

 

ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები, ჩვენ გვჭირდება გარღვევა, გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და იმავდროულად, ინკლუზიური  ანუ ისეთი ზრდა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქნება ჩართული,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

დეპუტატის განცხადებით, ამის განსახორციელებლად სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ უპასუხისმგებლო სახელმწიფოდან პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს

 

კარგი დროა, რომ ეს ნაბიჯი ახლა გადაიდგას, რადგან ხელისუფლება ორიენტირებულია განვითარებაზე და მას რესურსები სჭირდება იმისთვის, რომ გარღვევა განვახორციელოთ და გადარჩენის პოლიტიკიდან განვითარების პოლიტიკაზე გადავიდეთ,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

მისივე თქმით, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი რადიკალურად ასუსტებს სახელმწიფოს, პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას, წარმომადგენლობითი ფუნქცია შეასრულოს და ზღუდავს სახელმწიფოს, განსაზღვროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და უზრუნველყოს ის შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსებით.

 

„ჩვენ 55 განვითარებული, მათ შორის ევროპული ქვეყნების კონსტიტუციები განვიხილეთ. ასეთი ჩანაწერი არსად არ არის. გადასახადების თაობაზე განსაზღვრულია, რომ ამას პარლამენტი ან მთავრობა ახორციელებს და არსად წერია, რომ ეს რეფერენდუმით უნდა განხორციელდეს" - ამბობს ჟორჟოლიანი.

 

მეორე ინიციატივა, რომელიც პრესკონფერენციაზე ფრაქციის თავმჯდომარემ გააჟღერა, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების სრულყოფასა და მათ სიაში ღირსეული საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერის დამატებას ითვალისწინებს.

 

“სოციალიზმმა ერთხელ დაგვღუპა ლამის. ახლა ნეოსოციალისტებს ახალი იდეა აქვთ - გადასახადების გაზრდა“ - ამგვარად ეხმაურება და აკრიტიკებს პარლამენტის წევრი  სერგი კაპანაძე ფრაქციაქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატებისთავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ამ ინიციატივებს.

 

“სოციალიზმმა ერთხელ დაგვღუპა ლამის. ახლა ნეოსოციალისტებს ახალი იდეა აქვთ - გადასახადების გაზრდა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია მათი მხრიდან, აბა ისე ფული არ აქვთ ბიუჯეტში. თავდაცვასაც იმიტომ ამცირებენ, რომ ჯადაცვამ წაიღო და გაფლანგა მთელი ფული. ჰოდა, რა უნდა ქნა, ფული როცა არ გაქვს?! არა, რა ეკონომიკური ზრდა? პირიქით, გადასახადები უნდა გაზარდო რომ მეტი ფული ამოუღო მოქალაქეებს ჯიბიდან. მალე გაწყდება ეს მოთმინების ძაფი, დიდი ეჭვი მაქვს” - წერს  საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი  კაპანაძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის:  საქართველოს კონსტიტუციის 94- მუხლის და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის.

 

 

ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია