საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნამახვანის ჰესის კონკურსის დეტალები კონფიდენციალურია
2017/01/31 16:02:53

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაში გამარჯვებული კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები და საინვესტიციო წინადადება კონფიდენციალურია.

 

მიმდინარე წლის 25 იანვარს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის ინვესტორი ნორვეგიული კომპანია „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გახდა.

 

ფონდის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: შპსჯენერალ დეველოპმენტმა“, „POWERCHINA RESOURCES“ LTD- და „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA” LLC-.

 

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმააი,ფაქტსგანუცხადა, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის კრიტერიუმი, სხვა ინვესტორების საინვესტიციო წინადადება და იმ კომისიის შეამდგენლობა, რომელმაც გამარჯვებული გამოავლინა, კონფიდენციალურია.

 

ნამახვანი არის ჰესების კასკადი, რომელიც წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე, უნდა აშენდეს. ფონდის ინფორმაციით, ჰესების კასკადი წლიურად 1,514 გეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

გამარჯვებული ინვესტორი ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ შექმნილმა კომისიამ გამოავლინა. ფონდის დირექტორმა ლევან მოსახლიშვილმა გვითხრა, რომ კომისია მუდმივმოქმედი არ არის და მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებს შორის საუკეთესოს გამოვლენისთვის შეიქმნა.

 

ლევან მოსახლიშვილმა არ დაგვისახელა კომისიის წარმომადგენლების სია და აღნიშნა, რომ ეს კომისიის წევრების შესახებპირადიინფორმაციაა და ფონდი ამ ინფორმაციას არ გასცემს. მან აღნიშნა, რომ კომისია ფონდის დირექტორებისგან შედგებოდა.

 

მოსახლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდის იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე [სააქციო საზოგადოება], ისინი არ იყვნენ ვალდებულები, რომ ყველა კითხვისთვის გაეცათ პასუხი, რადგან მათ შემთხვევაში, არ მოქმედებს საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.

 

მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ არ ვართ ვალდებული, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი”, – გვითხრა მოსახლიშვილმა.

 

გასულ პარასკევსაი, ფაქტმაფონდს კითხვები გაუგზავნა და სამივე კომპანიის საინვესტიციო წინადადება, კომისიის წევრების სია და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

 

ფონდის დირექტორმა მხოლოდ ერთ კითხვაზე [არის თუ არა კომისია მუდმივმოქმედი] გვიპასუხა და საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ დანარჩენ კითხვებზე პასუხები კონფიდენციალურია.

 

დირექტორს არ განუმარტავს, რა გახდა ინფორმაციის გასაიდუმლოების მიზეზი.

 

სააქციო საზოგადოება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი 2010 წლის 13 დეკემბერს დაარსდა და აქციების 100%-ის მფობელი სახელმწიფოა.

 

Clean Energy Group AS

 

„CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group AS-ის შვილობილი კომპანიაა. ეს კომპანია ასევე აშენებს ჰესების კასკადს მდინარე აჭარისწყალზე, აჭარაში.

 

მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიაჭარისწყალ ჯორჯიასწარმომადგენლებს შეხვდა. იმ ახალ ამბავში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნამახვანის ჰესების კასკადი ნახსენები არ იყო.

 

ამ შეხვედრას ბიორნ ბრანზეგიც ესწრებოდა. ბრანზეგი 2008 წელს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კონსულტანტი იყო.

 

მას შემდეგ, რაც Clean Energy Group AS-მა მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის ინტერესთა გამოხვატვაში გაიმარჯვა, ბრანზეგმა სამინისტროს კონსულტანტის პოზიცია დატოვა და სამუშაოდ ინვსტორ კომპანიაში გადავიდა.

 

 

2011 წელს, ისაჭარისწყალ ჯორჯიასდირექტორი, ხოლო 2014 წელს ნორვეგიული Clean Energy Group AS-ის 2,1 პროცენტის მფლობელი გახდა.

 

წყარო:გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი"

 

www.ifact.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია