საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დიდთოვლობის გამო, რამდენიმე უღელტეხილსა თუ გზის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/01/31 11:22:10

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გვატყობინებს გზებზე დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებას.


მათი ინფორმაციით,ჯერ კიდევ არ მოხსნილა დაწესებული შეზღუდვები ნაქერალას უღელტეხილზე.კვლავ ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 22 კილომეტრიან  მონაკვეთზე.


 ამავე გზის კმ1-კმ34 და კმ58-კმ72 მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.


დეპარტამენტის ცნობით, სპეციალური რეჟმი  მოქმედებს ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.


თავისუფალია მოძრაობა თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 25 კილომეტრიან (კმ4-კმ29) და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 105 კილომეტრიან (კმ1-კმ106) მონაკვეთებზე.

აქ დასაშვებია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.


რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,აუცილებელია, გამოიყენოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავები და  გამართული ავტოტრანსპორტი. ასევე - დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია