დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მწერლის საღამო ბაღდათში
ცირა ყურაშვილი: "დგება დრო, როცა ჩვენს მოწეულ რთველში ვეპატიჟებით სხვებს."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/01/25 00:53:00

ბაღდათში, ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმში მწერალ ცირა ყურაშვილის წიგნების: "ვინ გაიტანს თეფშებს?!" და "ჟამსა თამაშობისასა" პრეზენტაცია გაიმართა. 

ამ პრეზენტაციის ორგანიზება ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალბატონის, ნინო ჩეხოშილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ის აქტიურად ეხმარება თანამემამულე ხელოვან ადამიანებს.


მწერლის საღამოს ესწრებოდნენ სტუმრები თბილისიდან, ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ზესტაფონიდან,ხონიდან და ასევე - ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები. აღსანიშავია ის ფაქტი, რომ ცირა ყურაშვილთან მკითხველის შეხვედრები თუ წიგნის პრეზენტაცია მაიაკოვსკის მუზეუმში მანამდეც არაერთხელ გამართულა.


საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები: ქალბატონი ცირას მეგობრები, რომლებმაც შეაფასეს მწერლის შემოქმედება: "როგორ მარტივად შეუძლია მას, რომ მკითხველს მიაწოდოს სათქმელი და თქვას  ყველა ჩვენგანის საფიქრალი, როცა ვკითხულობთ მის წიგნებს სულ გვგონია რომ  ჩვენს სათქმელს ამბობს".

 

მისი მეგობრები მწერლის შემოქმედებას მართალ და წრეფლ სიტყვას უწოდებენ. 


ყველა გამომსვლელმა ქალბატონ ცირას მადლობა გადაუხდიდა რომ ხვდა წილად მისი მეგობრობის და ლიტერატურის გაზიარების ბედნიერება.


საღამოს დასასრულს "ჩეხოს სახლის" წარმომადგენელმა ბაღდათის 5 სკოლის 100 მოსწავლეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის  სახელობის დრამატული თეატრის ბილეთები გადასცა საჩუქრად.


 მუზეუმის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში დიდ სიხარულს გამოთქავამს და აღნიშნავს:  "მსგავს ღონისძიებებზე ბავშების დასწრება მნიშვნელოვანია, სამომავლო პერსპექტივისა და ინტელექტუალური ზრდისთვის, ალბათ ყოველივე ეს უდიდეს როლს ითამაშებს მათ პიროვნებად ფორმირებისა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში."


რაც შეეხება უშუალოდ ქალბატონ ცირას, იგი აქტიურადაა ჩართული არამარტო შემოქმედებით, არამედ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყოველთვის გამოთქვამს გულისტკივილს ამა თუ იმ არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ.  როგორც თვითონ აღნიშნავს: " როცა ვხედავ, რომ რაღაც ინგრევა, ფუჭდება, ჩემი გული საოცრად მოუსვენარ მდგომარებაშია, აუცილებლად უნდა ვიღონო რაღაც... ვიცი, რომ წლების შემდეგ მე ჩემს თავს ვეტყვი: მე ვეცადე მაინც".


 ქალბატონ ცირას არასოდეს მიუტოვებია თავისი მშობლიური კერა, არამარტო ფიზიკურად, არამედ სულერადაც. მისი ნაწარმოებები ბავშვობის მოგონებებით, მისი სიყვარულითაა გაჟღენთილი. აღსანიშნავია, რომ მას 8 დედმამიშვილი ჰყავდა, აქედან ერთ–ერთი, მამა ანდრია მღვდელ მონაზონია, და როგორც თავად მწერალი ამბობს, მისი შემოქმედებში ხშირად ირეკლება მამა ანდრიას სახე.


ქალბატონი ცირა მომავალ თაობაზე საუბრისას ამბობს: "გაუცხოვდა ახალგაზრდა სამშობლოსა და ენის მიმართ, მას უჭირს, დაინახოს და გამოარჩიოს ჯანსაღი. თუკი ჯანსაღია ნაწარმოები, როგორ შეიძლება არ ჩანდეს მიწის სიმძაფრე, სამშობლოს სიყვარული."


ბოლოს კი ჩვეთან საუბრსას მწერალმა აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო საღამოთი: "ასეთი მასშტაბის ჩემი წიგნის პრზენტაცია არასოდეს ყოფილა, ამაზე დიდ ბედიერება არ არსებობს მწერლისთვის, ჩვენ ხშირად ჩვენს სიმარტოვეში ვართ და დგება დრო როცა ჩვენს მოწეული რთველში ვეპატიჟებით სხვებს."


სწორედ აუდიტორიის მასშტაბმაც დაამტკიცა მწერლისადმი პატივისცემა და სიყვარული.

 

მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია