დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იმერეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების კვლევის შეგეგებს აქვეყნებს
2017/01/30 22:41:25

"არასრული ინფორმაცია და არასრული გამჭირვალობა - ასეთ დასაკვნას აკეთებს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაცია, რომელიც იკვლევდა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის: ბაღდათი, ვანი, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, სამტრედია, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებსა და მათზე განთავსებულ ინფორმაციას.


კვლევის პრეზენტაცია ადგილობრივი მედია საშუალებებისათვის ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. კვლევამ აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტები ჯეროვნად არ ასრულებენ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას, რის გამოც ერთი წლის ინტერვალით კვლავ ჩატარდება ანალოგიური კვლევა.


"მუნიციპალიტეტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მათ საქმიანობას.  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს თვითმმართველობებს, პერიოდულად გამოაქვეყნონ მთელი რიგი საკითხები. მუნიციპალიტეტებმა მიიღეს დადგენილებები საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებმა ეს წესი პრაქტიკაში არ განახორციელეს “- განაცხადა ორგანიზაციის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ.


არსანიშნავია, რომ კვლევა გასულ წელსაც იანვარში ჩატარდა და ზუსტად ერთი წლის თავზე, ფაქტობრივად , არაფერი შეცვლილა უკეტესობისკენ.


კვლევის ძირითად მიზანს წარმოდგენს, გაარკვიოს, თუ რა ღონისძიებები გაატარეს მუნიციპალიტეტებმა თავიანთი ვებგვერდების გამჭირვალობის ხარისხის  გასაუმჯობესებლად. აღნიშნული კვლევა 2017 წლის მონაცემებს ეყრდნობა. კვლევის პროცესში მოხდა მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო ბაზის, ელექტრონული რესურსების, ელექტრონული რესურსებიდან მიღებული ინფორმაციისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხის შესწავლა.


კვლევამ ცალსახად აჩვენა,რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების გამჭირვალობისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით, ამჯერადაც ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.


შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან, მხოლოდ  ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლისა და საჩხერის  მუნიციპალიტეტებს აქვთ 2016 წელს მიღებული ახალი დადგენილება, რომელშიც გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა დეტალურადაა  მოცემული დანართის სახით.


ჭიათურის, წყალტუბოს, ხონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები სარგებლობენ 2014-2015 წლებში მიღებული დადგენილებებით, რომელიც არ პასუხობს მოქმედ სტანდარტებს. სამტრედიასა და ხარაგაულში შესაბამისი დადგენილებები დღემდე არ მიუღიათ.


განთავსებული ინფორმაციის სიმცირით გამოირჩევა  თერჯოლისა და ხონის მუნიციპალიტეტების ვებგვერდები. კვლავ სატესტო პირობებში მუშაობს ვანის ვებგვერდი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი კი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს.


არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს განთავსებული ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმისა და საკრებულოს საქმანობის შესახებ.


რაც შეხება სიახლეების განთავსებას, ამ კუთხით უკეთესი მდგომარეობააა. მუნიციპალიტეტების ვებგვერდებიდან მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ  ინფორმაციის განთავსებას. ამ მიზნით ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელს facebook,რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს აქვს,  ზესტაფონის და სამტრედიის გარდა.


ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ არ აქვთ მითითებული ცხელი ხაზის ნომერი, რის გამოც მოქალაქეები ვერ ახერხებენ მათთან დაკავშირებას და სასურველი ინფორმაციის მიღებას.


„ საერთაშორისო გმჭირვალობა-საქართველომ“ დადო შესაბამისი დასკვნა და მოამზადა რეკომენდაციები, რასაც იმედია გაითვალისწინებენ იმერეთის მუნიციპალიტეტეტი.


 

„მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა რეგულარულად განაახლონ ვებგვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. აუცილებელია, ცხელი ხაზის საკითხიც დროულად აღმოფხვრან. მკვეთრად გაუმჯობესებული მდგომარეობა არცერთ მუნიციპალიტეტში არ  შეინიშნება, ამიტომ ანალოგიური რეკომენდაციები გვაქვს თითქმის, რაც წინა კვლევის დროს გვქონდა“- განაცხადა თეონა გორდაძემ,  „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის იურისტმა.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია