საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბანკები მზად არიან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობა გაითვალისწინონ
2017/01/30 20:14:13

ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომბავშვთა სამყაროშიხანძრის შედეგად დაზარალებულების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებითგააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დაისვა ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკს უნდა, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ბანკებს აქვთ, რათა შეძლებისდაგვარად გადაუვადონ ასეთი სესხები.

 

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ეს არის როგორც მსესხებლის, ისე კომერციული ბანკების ინტერესებში. „კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია“, - განაცხადა გვენეტაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის სამი საათისთვის გაჩნდა

 

დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

 

 

ასევე დამწვარია შენობის მიმდებარე საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაც. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, როგორც ჩანს, ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდი იქნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1290
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია