დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ვეტოს უპრეცენდენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობას უწოდებს
2017/01/30 14:44:46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვეტო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ კანონპროექტს გასულ კვირას დაადო, ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში მსჯელობა უკვე გაიმართა.

 

 „ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, თავისთავად, მე ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი, ეს შემიძლია, ახლავე ვთქვა. რეალურად, ეს იყო უპრეცენდენტო რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ და ადგილი ჰქონდა ამ უპრეცენდენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების გარკვეულ მცდელობას, რაც ნამდვილად დასანანია. დანარჩენი უკვე დეტალებია. ჩვენ გვექნება მსჯელობა და საბოლოო ჯამში მივუბრუნდებით ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, მომდევნო სესიაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია