დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირმა ინაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
2017/01/28 17:04:11

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის და საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის მოადგილეს, ირმა ინაშვილსა  და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შორის გაიმართა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირმა ინაშვილმა სტუმარს ფრაქციასაქართველოს პატრიოტებისსაპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ელჩი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის ხედვით დაინტერესდა.

 

მხარეებმა საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრეს. იანის ზლამეცის განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ლატვია მზადაასაქართველოს გამოცდილება გაუზიაროს.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ლატვიაში, საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებშისაქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი იგეგმება.

 

 

შევთანხმდით, რომ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა ლატვიის საელჩოსთან. ჩვენი ფრაქცია ლატვიის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთანაცგეგმავს ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობას,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1811
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია