დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ჭიაბერაშვილი: საარჩევნო სისტემის მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.
2017/01/28 16:56:30

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილმა  საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.

 

„მაჟორიტარული სისტემა იწვევს იმ მახინჯ შედეგს, როდესაც ხალხმა რაღაც რაოდენობა  პროცენტისა მისცა  ერთ პარტიას და ის იმაზე მეტ ადგილს იკავებს პარლამენტში ვიდრე ხალხმა მანდატი მისცა. მაგალითად საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ ამ  მეთოდით აქვს დღეს „ქართულ ოცნებას.“  ქართველ ხალხს მათთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ხმები არ მიუცია.

 

 

ამიტომ ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზე არსებობს საყოველთაო კონსესუსი საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. სხვათაშორის „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებამდე  აცხადებდა კიდევაც,  რომ პრინციპი სწორია, მივიღოთ ოღონდ ავამოქმედოთ 2020 წლისთვის. დღეს თუ ისინი ამბობენ, რომ ეს კიდევ განსახილველია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ უნდათ შეინარჩუნონ მახინჯი  სისტემა, იმიტომ რომ შეინარჩუნონ  ძალაუფლება. ჩვენ შევეცდებით საკონსტიტუციო კომისიაში,  რომ ეს სისტემა შეიცვალოს  და ამაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ,  არის ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია