საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სერგო რატიანი: ,,გაზპრომის’’ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები ბუნდოვანია
2017/01/28 16:37:51

,,გაზპრომის’’ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები ბუნდოვანია - მიაჩნია საპარლამენტო ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარის, სერგო რატიანს.

 

,,ვერავინ არკვევს ვინ გააფორმა ,,გაზპრომთან’’ ხელშეკრულება და რა არის მასში ჩადებული. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელიც ნახავს ვინ გააფორმა აღნიშნული ხელშეკრულება და გაირკვევა რამხელა ზიანი მიადგა ქვეყანას.  ვიცით, რომ ჩვენიქვეყანასერიოზულად დაზარალდა, მაგრამ რა მასშტაბით რავინ იცის. საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შექმნის შემდეგ გვექნება საშუალება ვნახოთ რა ხდება ამ მიმართულებით’’- აცხადებს ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე.

 

 

სერგო რატიანი გაზპრომის თემაზე გია ჟორჟოლიანის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობას არ ენდობა და შესაბამისად არც ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს. სერგო რატიანის განცხადებით: ,,პარლამენტის წევრებს ნდობის მანდატს მოსახლეობა აძლევს და არა გია ჟორჟოლიანი ან უმრავლესობის სხვა რომელიმე წევრი, შესაბამისად, პარლამენტის ვალდებულებაა ხელისუფლების ნებისმიერ მოქმედებას და გადაწყვეტილებას ზედამხედველობა გაუწიოს.’’

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია