დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსული ბანკიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვაში ქართველს ადანაშაულებენ
2017/01/28 00:03:42

რუსული ბანკიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვაში ქართველს ადანაშაულებენ. ვლადიმერ გერსამია ლონდონის სასამართლომ დამნაშავედ სცნო თაღლითობაში. Financial Times-ის ცნობით, მისი განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი.

 

33 წლის გერსამიას ბრალად ედება თანამზრახველებთან ერთად რუსული ბანკ “ოტკრიტიეს” ანგარიშებიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვა. სასამართლო გერსამიასთან ერთად განიხილავს მისი მთავარი თანამზრახველის, ჯორჯ ურუმოვის საქმესაც.

 

2011 წელს ურუმოვი ბანკოტკრიტიეშიმუშაობდა, გერსამია კი კომპანია Threadneedle Asset Management-ში. ურუმოვმა გერსამიასთან წინასწარი შეთანხმებით, რუსული ბანკის სახელით 213 მილიონ არგენტინულ პესოდ (რაც იმდროინდელი კურსით 53 მილიონ დოლარს შეადგენდა) ერთ-ერთი არგენტინული კომპანიის ობლიგაციები შეისყიდამაგრამ Otktitie Group-ის მესვეურებს უთხრეს, რომ ობლიგაციებში 213 მილიონი არგენტინული პესო კი არა, 213 მილიონი დოლარი გადაიხადეს. თანაც დაპირდნენ, რომ Threadneedle Asset Management, სადაც გერსამია იმ დროს მუშაობდა, ამ აქციებს უფრო მაღალ ფასად შეისყიდიდა. ამ გზით ჯგუფმა მილიონობით დოლარი მოიპოვა და მოგვიანებით მის გათეთრებას შეეცადა.

 

 

ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ გერსამიას მშობლები და ნათესავები. ამ ფულის ნაწილი საქართველოშიც მოხვდა.

 

წყარო: გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი"

 

http://www.ifact.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია